ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება
ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება. პირველ აბონენტს სოფელ კაცხში უკვე მიეწოდა ბუნებრივი აირი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ მოდებაძეების ოჯახში ბუნებრივი აირი სიმბოლურად აანთეს.
სოფელ კაცხში 70 აბონენტია უკვე გამრიცხველიანებული. ამ ეტაპზე გაზიფიცირება დასრულდა სოფელ მორძგვეთში,სალიეთსა და ეწერში. ეტაპობრივად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდ კაცხში, ქვაციხეში, რცხილათში, ეწერსა და საკურწეში.
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირება და ეს პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფამდე გაგრძელდება” - განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.
ღონისძიებას ,,სოკარ ჯორჯია გაზის,, ჭიათურის სერვის ცენტრის მენეჯერი გაიოზ ერაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.