Hot line:252731

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის 27-ე სპორტულ სკოლას ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

30 September, 2024

ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ა(ა)იპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის N27 კომპლექსურმა სპორტულმა სკოლამ ტატამები, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, სავარჯიშო საჭიდაო მანეკენები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, კრივის ტომრები, კრივის ხელთათმანები, შტანგის ღერძი, ჰანტელები, კალათბურთის ბურთები, ფრენბურთის ბურთები, ფრენბურთის ბადე, ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის საათები, ფინკები, ლახტები, სტადიონის მოსანიშნები, სასტვენები, სასწორები მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინვენტარს არა მარტო სპორტული ორგანიზაციების აღსაზრდელები, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წევრებიც გამოიყენებენ.

ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას დაესწრნენ ცნობილი ქართველი სთრონგმენი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი კონსტანტინე ჯანაშიადა და ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონი ქალი მირანდა კაპანაძე .

Share page