Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თსუ-ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

25 October, 2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თსუ-ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

110 გვერდიანი, ილუსტრირებული წიგნი-ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნაობები, მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს ჭიათურის ტერიტორიაზე არსებულ 50 ღირშესანიშნავ ადგილს, რომლებიც ქალაქ ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზეა განლაგებული.

წიგნში წარმოდგენილია: მღვიმეები,ტაძრები,მდინარის ხეობები, ტბები,წყალსაცავები,მუზეუმები,კანიონები,სოფლის ტერიტორიები,ციხესისამგრეები და ბუნების ძეგლები,შესაბამისი 189 ფოტომასალით.

პრეზენტაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე დაესწრო და აღნიშნა, რომ წიგნი დიდ დაინტერესებას გამოიწვევს როგორც მკითხველთა ფართო წრეში, ასევე ერთგვარი ცნობარი გახდება ტურისტებისთვის.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ინგა მაჭარაშვილი და მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი ნანული წერეთელი.

გიორგი დვალაშვილმა პრეზენტაციაზე ისაუბრა წიგნში განხილულ ყველა იმ გამორჩეულ ღირშესანიშნაობებზე, რომლებიც წარმოადგენს საინტერესო და მნიშვნელოვან ბუნებრივ და ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლებს,რაც მთლიანობაში შეადგენს მუნიციპალიტეტის მდიდარ ტურისტულ-რეკრეაციულ რესურსს.

წიგნი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით გამოვიდა.

პრეზენტაციის დაწყებამდე, მოწვეული სტუმრებისთვის ნაჩვენები იქნა აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრის სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“

Share page