Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში საბავშვო ბაღის შენობის სრული რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია მიმდინარეობს

4 February, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში საბავშვო ბაღის შენობის სრული რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ეზო, დამონტაჟდება ატრაქციონები. საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გაუმჯობესებულ გარემოში მიიღებენ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ამხანაგობა იმერეთი 2017 +’’ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 250 000 ლარით ფინანსდება და მიმდინარე წელს დასრულდება.

სამუშაოებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე ადგილზე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საბავშვო ბაღს, აშენების დღიდან რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

Share page