Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ფოლკლორულ ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, მიხეილ ჯავახიშვილს შეხვდა

12 June, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ფოლკლორულ ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, მიხეილ ჯავახიშვილს, ჭიათურის კულტურის ცენტრში შეხვდა, სადაც ამჟამად იმართება სიმღერის მეორე ეროვნული კონკურსი.

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ ჭიათურას გააჩნია ფოლკლორის უნიკალური ტრადიციები, რომელთა შენარჩუნება და განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მომავალი თაობისათვის.ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე ,რომ ქალაქში კვლავ გამდიდრდეს უკვე არსებული კულტურული ტრადიციები, რომელსაც საფუძველი გამოჩენილმა ლოტბარმა სანდრო კავსაძემ ჩაუყარა, ხოლო შემდგომ მის გზას ღირსეულად აგრძელებდნენ მამია ხატელიშვილი,ანზორ კავსაძე და სხვები.

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, ეროვნული კონკურსის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, ცნობილი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, კონკურსის წევრი მიხეილ სულუხია, სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი ლიუდმილა ნადირაძე და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან სამყურაშვილი ესწრებოდნენ.

 

Share page