Hot line:252731

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭიათურა–პერევისა–სვერი–თვალუეთი–გეზრულის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

4 July, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭიათურა–პერევისა–სვერი–თვალუეთი–გეზრულის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტი მოიცავს 11 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის: ასფალტის საფარის მოწყობას, საყრდენი კედლებისა და კიუვეტების მშენებლობას, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობას.

ჭიათურა - პერევისა - სვერი - თვალუეთი - გეზრულის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 11 610 012 ლარი შეადგინა. სამუშაოების დასრულების ვადად 2025 წლის ნოემბერი განისაზღვრა.

გივი მოდებაძე ასევე შეხვდა სოფელ გეზრულის მოსახლეობას, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და პირადად მოისმინა მათი საჭიროებები.

 

Share page