ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩანგის“ საანგარიშო კონცერტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩანგის“ (მთავარი ქორეოგრაფი – თამაზ ბრეგვაძე, ლოტბარი დიტო კაპანაძე) საანგარიშო კონცერტს დაესწრო.
კონცერტი კულტურის ცენტრის სცენაზე გაიმართა , სადაც ანსამბლის წევრებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ანსამბლი, რომელმაც წლების განმავლობაში ტრადიციული ქართული ცეკვისა და მრავალხმიანი სიმღერების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, უკვე 45 წელზე მეტია წარმატებით ფუნქციონირებს. ამ ხნის მანძილზე კოლექტივმა მრავალი აღიარება და სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.