Hot line:252731

პერევისის ბავშვთა საზაფხულო ბანაკი უკვე მეშვიდე წელია წარმატებით ხორციელდება

1 August, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები პერევისის ბავშვთა საზაფხულო ბანაკს ეწვივნენ, ბავშვებს საჩუქრები გადასცეს და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულეს.

მერის თქმით, მსგავსი ინიციატივები ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტია და მომავალშიც გაგრძელდება.

„პერევისის ბავშვთა საზაფხულო ბანაკი უკვე მეშვიდე წელია წარმატებით ხორციელდება . ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოზარდებს ჰქონდეთ ჯანსაღ გარემოში დროის გატარების შესაძლებლობა, სადაც ისინი შეძლებენ როგორც დასვენებას, ისე ახალი უნარების შეძენას. მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს ინიციატივებზე ზრუნვას, რათა ჩვენს ბავშვებს მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეთ.“ -განაცხადა გივი მოდებაძემ.

ბანაკში დასვენებას 10 დღის განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები გადიან. პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უკვე მეშვიდე წელია ხორციელდება და მისი მიზანია

ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი და სასიამოვნო საზაფხულო დასვენების შესაძლებლობის შექმნა.

Share page