Hot line:252731

ჭიათურის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში პიანისტ სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი გაიმართა

14 September, 2025

13 სექტემბერს, ჭიათურის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში პიანისტ სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი გაიმართა

პროგრამაში წარმოდგენილი იყო ბეთჰოვენის, დე ფაიას, მონსალვაჩესა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები.

კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებას მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით წერეთელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სანდრო გეგეჭკორი არის მსოფლიოს ხუთი საერთაშორისო კონკურსის გრან-პრისა და პირველი პრემიის მფლობელი, მათ შორის: მარია კანალსის, ეურეჯიოს, ფოირიხის და სხვა კონკურსების გამარჯვებული.

ფორბსის "30 under 30" გამარჯვებული.

გამართული აქვს კონცერტები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში; თანამშრომლობს წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან.

2022 წელს გახდა მსოფლიო საერთაშორისო კონკურსების ფედერაციის არტისტი.

ფლობს მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური სასწავლებლის ჯულიარდის სკოლის მაგისტრის ხარისხს

 

Share page