ქართული საოპერო მუსიკის საღამო -„ოპერა შენს ქალაქში“
ჭიათურის კულტურის ცენტრში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ გამართული ქართული საოპერო მუსიკის საღამო -„ოპერა შენს ქალაქში“ გაიმართა.
პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტროს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას რეგიონებში და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების გაცნობას ფართო აუდიტორიისთვის, მათ შორის -ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.