Hot line:252731

მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცის ჩვენება - წმინდა ქეთევან წამებულის მოწამებრივი ცხოვრების გზა

28 September, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ჭიათურის კულტურის ცენტრში, მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიციის ჩვენებას დაესწრო, რომელიც წმინდა ქეთევან წამებულის მოწამებრივ ცხოვრებას მიეძღვნა.

კომპოზიცია ჭიათურის მე-3 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.

მუნიციპალიტეტის მერმა კულტურის ცენტრში ასევე დაათვალიერა მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით ორგანიზებული გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი ხელნაწერი წიგნები, ბარათები და სამახსოვრო ჩანაწერები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

Share page