Hot line:252731

ჭიათურაში, ფაღავების ოჯახის ისტორიული სახლის ფასადზე, მემორიალური დაფა გაიხსნა

1 October, 2025

ჭიათურაში, ფაღავების ოჯახის ისტორიული სახლის ფასადზე, მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელიც მიეძღვნა ცნობილ ექიმსა და ჭიათურელი ბავშვების პირველ პედიატრს, პროფესორ ყარამან ფაღავას (უფროსი), ასევე მის შვილებს - გამოჩენილ მეცნიერებს: პროფესორ ირაკლი ფაღავას და პროფესორ კონსტანტინე ფაღავას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის მოადგილე დავით წერეთელი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ფაღავების ოჯახის წევრები.

მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა ივანე ჯაფარიძემ, ფაღავების ოჯახის სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მათ მიერ ჭიათურისა და ქვეყნის ისტორიაში დატოვებულ მნიშვნელოვან კვალზე.

„ამ მემორიალური დაფით პატივს მივაგებთ ოჯახს, რომელმაც საკუთარი საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანა როგორც ჭიათურის, ისე საქართველოს სამედიცინო და სამეცნიერო განვითარებაში. ჩვენი ვალია, არ დავივიწყოთ ასეთი ადამიანები - გვახსოვდეს მათი ღვაწლი, დავაფასოთ ქალაქის ცხოვრებაში შეტანილი წვლილი და მათი ისტორიები მომავალ თაობებს გადავცეთ,“ - აღნიშნა გივი მოდებაძემ.

Share page