ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ საგანგებო შტაბის წევრებთან მოსალოდნელი მეტეოროლოგიური ვითარება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები განიხილა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ საგანგებო შტაბის წევრებთან მოსალოდნელი მეტეოროლოგიური ვითარება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები განიხილა.
აღინიშნა, რომ უხვი ნალექისა და ინტენსიური თოვის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმზე გადავა. შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ.
მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია ტექნიკური მარილის საკმარისი მარაგი, ასევე მობილიზებულია შესაბამისი სპეციალური ტექნიკა, რათა გზებზე გადაადგილება შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მოხდეს.
მოქალაქეთა დროული ინფორმირებისა და საჭირო რეაგირების მიზნით შექმნილია ცხელი ხაზი: 577 01 77 94; 599 27 12 47; 591 20 14 49
