Hot line:252731

ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა და მოსაცდელ პავილიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

23 January, 2026

ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა და მოსაცდელ პავილიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქციის პროექტის დეტალები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბინის“ წარმომადგენლებთან განიხილა.

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს პროექტის სამუშაოების ეტაპებსა და ვადებზე.

ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა და მოსაცდელ პავილიონს რეკონსტრუქცია „საქართველოს რკინიგზის“ დაკვეთით ჩაუტარდება.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია არსებული მოსაცდელი შენობის დემონტაჟი და ახალი დაბალი ბაქნის მოწყობა. ბაქნის გვერდითი კედლების მშენებლობა მონოლითური რკინა-ბეტონით განხორციელდება, რის შემდეგაც დაიგება სავალი ნაწილი. დამატებით მოეწყობა საყრდენი კედლები და კიბეები, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიიდან ბაქანზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ასევე, დაგეგმილია ახალი განათების ბოძების დამონტაჟება.

Share page