Hot line:252731

ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაიგეგმა

25 January, 2026

ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაიგეგმა.

სპორტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ჭიათურის ცენტრალური ისტორიული სტადიონის არსებული მდგომარეობისა და მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად ჭიათურაში შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრ პაატა კვიჟინაძესა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს, გივი მოდებაძეს.

ჭიათურის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობის მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის კვლევა უკვე გამოაცხადა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც ყურადღება გამახვილდა ქალაქის კულტურული და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებას.

 

Share page