ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ნიგოზეთის თემში შემავალ სოფლებში - უსახელოში, გუნდაეთში, მერევსა და წასრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე მოქალაქეებმა საკუთარი საჭიროებები და პრიორიტეტები დააფიქსირეს. მათი გადაწყვეტილებით, შეირჩა შემდეგი პროექტები:
უსახელოში -სტადიონის დასრულება; წასრში - სანიაღვრე სისტემის დასრულება; გუნდაეთში - მზის ენერგიაზე მომუშავე სანათების მოწყობა; მერევში - მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების მოწყობა.

