Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

27 February, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის ფარგლებში გაგარინის ქუჩაზე მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელი, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.

ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.

Share page