Hot line:252731

ჭიათურა–პერევისის მიმართულებით მიმდინარე საბაგირო გზის („ე.წ. 25-ის საბაგირო“) სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება

4 March, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურა–პერევისის მიმართულებით მიმდინარე საბაგირო გზის („ე.წ. 25-ის საბაგირო“) სამშენებლო სამუშაოები და პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟებული ახალი გონდოლები დაათვალიერა.

ამჟამად მიმდინარეობს გამწევი ბაგირის მონტაჟი და სისტემის ტექნიკური გამართვა-ტესტირება. შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება.

საბაგიროს ამოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების გადაადგილებას, გაზრდის მგზავრთა უსაფრთხოების დონეს და ხელს შეუწყობს ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარებას.

პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 4 600 000 ლარს შეადგენს.

Share page