Hot line:252731

გივი მოდებაძემ პირველ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა — მათ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთი რეგიონულ თამაშებში ფეხბურთში პირველი ადგილი მოიპოვეს

19 March, 2026

მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ, პირველ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებმაც სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფეხბურთში პირველი ადგილი მოიპოვეს.

შეხვედრის ფარგლებში მერმა გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათი შრომა და მიზანდასახულობა აღნიშნა.

გივი მოდებაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი აქტიურად განაგრძობს სპორტული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას.

მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.

მერის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდი საგანმანათლებლო ექსკურსიით დაჯილდოვდება.

 

Share page