Hot line:252731

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება -„თეატრი - ცოცხალი მეხსიერება,, გაიმართა

27 March, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას -„თეატრი - ცოცხალი მეხსიერება“ დაესწრო, რომელიც ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრისა და ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მნიშვნელოვან როლზე ქალაქის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გივი მოდებაძემ თეატრის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.

„თეატრი არა მხოლოდ ხელოვნების სივრცეა, არამედ თაობებს შორის კავშირის და ისტორიის ცოცხალი მატარებელია. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება თეატრს და ზრუნავს მისი ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაზე", - განაცხადა გივი მოდებაძემ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მუზეუმში დაცული თეატრალური მასალების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქალაქის მდიდარი თეატრალური წარსულის ამსახველი ექსპონატები, მათ შორის აფიშები, ფოტომასალა და პირადი არქივები.

Share page