Hot line:252731

ნაგუთის დასახლებაში სასაფლაოს და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება განხორციელდა

6 April, 2026

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აიპიების თანამშრომლებმა ნაგუთის დასახლებაში მდებარე სასაფლაო და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან ერთად მიიღო. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

შეგროვილი ნარჩენები გატანილ იქნა დასუფთავების მუნიციპალური სამსახურის სპეციალური ტექნიკის გამოყენებით.

Share page