Hot line:252731

ჭიათურაში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა

8 April, 2026

ჭიათურაში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 200-მდე მცენარე, მათ შორის როგორც წიწვოვანი, ისე ცაცხვისა და სხვადასხვა დეკორატიული ჯიშის ნერგები.

გივი მოდებაძის განცხადებით, გამწვანების ღონისძიება მიზნად ისახავს გარემოსა და რეკრეაციული სივრცეების გაუმჯობესებასა და განვითარებას.

Share page