დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჭიათურაში უფასო სკრინინგ აქცია გაიმართა
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჭიათურაში უფასო სკრინინგ აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში მოქალაქეებს ადგილზე, სრულიად უფასოდ, ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის გამოკვლევები, მათ შორის, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგი.
სკრინინგ პროცესს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მისი პირველი მოადგილე დავით წერეთელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე და რეგიონალური სამსახურის უფროსი გოჩა გიორგიძე დაესწრნენ.
გამოკვლევები თანამედროვე მეთოდების გამოყენებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მონაწილეობით, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.
სკრინინგს ქუთაისის კლინიკა „ჰერას“ სპეციალისტები ატარებდნენ.
