Hot line:252731

ჭიათურის მერი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

28 April, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მოადგილე დავით ბიწაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე დავით ლაბაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა, რომლებმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.

შეხვედრას ესწრებოდა მოჭიდავე გოგონათა ნაკრები, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს: მირანდა კაპანაძემ და ნინი ციცვიძემ პირველი ადგილები დაიკავეს, ანი ჩაჩანიძე და ანა ლაბაძე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ,ხოლო ნინო სამხარაძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს ესტონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზეც, სადაც მირანდა კაპანაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ასევე 75 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონი და მსოფლიო თასის პრიზიორი კრივში გოგა ბრეგვაძე, ასევე ნორჩი, პერსპექტიული მოჭადრაკე, მრავალი ტურნირის გამარჯვებული თამარ დარბაიძე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სპორტსმენთა მწვრთნელები: ოთარ ჯაოშვილი, ( ჭიდაობა) პეტრე ჯაჯანიძე ( ჭადრაკი) და გელა ცარციძე ( კრივი)

გივი მოდებაძემ სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა, მადლობა გადაუხადა შრომისა და თავდადებისთვის და მომავალშიც წარმატებები უსურვა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებულ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდოები გადასცა.

 

Share page