Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე კულტურის ცენტრში Chiatura Management Company-ის წლიური შედეგების პრეზენტაცისა და განვითარების სტრატეგიის წარდგენას დაესწრო

4 May, 2026

.

ღონისძიებას დევნილთა,შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ჭიათურის დელეგატი პარლამენტში პაატა კვიჟინაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების,პროფკავშირისა და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით ერთი წლის წინ დაწყებული რეორგანიზაციის შედეგები და საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად სრულად განახლდა მიწისქვეშა წარმოება, ჩატარდა მაღაროების გადამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები, მოწესრიგდა ცენტრალური განიავების სისტემა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოების გარემო.

რეორგანიზაციის ფარგლებში ჭიათურის საწარმოებში ჯამში 2 510 ადამიანი დასაქმდა. დაინერგა განახლებული სახელფასო სისტემა და ახალი სადაზღვევო პაკეტი.

აღინიშნა, რომ Chiatura Management Company უკვე ორ წელზე მეტია მართავს ჭიათურაში მიწისქვეშა საწარმოებს. კომპანიის მიზანია წარმოება გახდეს რენტაბელური და ქალაქმა შეინარჩუნოს ინდუსტრიული სტატუსი.

Share page