Hot line:252731

ჭიათურის კულტურის ცენტრში პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5 May, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მართლმადიდებლური სკოლის მიერ გამართულ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო, რომლის მხარდამჭერი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია იყო.

საღამოზე პატრიარქის ღვაწლი, მისი როლი ქართული ეკლესიისა და საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში გაიხსენეს, ასევე უწმინდესის ვიზიტი ჭიათურაში, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა.

ღონისძიებაში საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პიანისტი სანდრო გეგეჭკორი მონაწილეობდა.

საღამოს ესწრებოდნენ ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,მოადგილე დავით ბიწაძე,

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩხიკვაძე, მერის მოადგილე გიორგი ბიწაძე და ჭიათურისა და საჩხერის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

         

Share page