Hot line:252731

ჭიათურაში ეროვნული სამოსის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა

19 May, 2026

ჭიათურაში ეროვნული სამოსის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

ეროვნული სამოსით შემოსილმა მოსწავლეებმა და კულტურის ცენტრის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა გამართეს.

მსვლელობის მონაწილეებს გზადაგზა მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული საზეიმო განწყობა შესძინა.

მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში დასრულდა,სადაც მონაწილეები ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ამირან მოდებაძემ დალოცა

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 

Share page