Hot line:252731

26 მაისის აღსანიშნავად, ჭიათურაში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობდა

27 May, 2026

26 მაისის აღსანიშნავად, ჭიათურაში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობდა,რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე პირველ მოადგილე დავით წერეთელთან,მოადგილე დავით ბიწაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

კულტურის ცენტრის მიმდებარედ მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ჭადრაკის მოყვარულთათვის ბლიც ტურნირი, თემატური კუთხეები და მხარეთმცოდნეობის სივრცე, დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის დეკორაცია პერსონაჟებით, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა,სპორტული თამაშები.

ზუსტად 17:10 საათზე, ადგილობრივი სამუსიკო სკოლების გუნდების მონაწილეობით შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

საღამოს განმავლობაში ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. საზეიმო ღონისძიება სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულ ანსამბლ „ჩანგის“ კონცერტით დასრულდა.

Share page