Hot line:252731

გოგონათა შორის რეზო ჩხეიძის სახელობის რეგიონული კალათბურთის ტურნირში ჭიათურის გუნდმა გაიმარჯვა

15 June, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე გოგონათა შორის რეზო ჩხეიძის სახელობის რეგიონული კალათბურთის ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო.

ფინალში ერთმანეთს ჭიათურისა და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში გამარჯვება ჭიათურის გუნდმა მოიპოვა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები და სპორტსმენები დააჯილდოვა. მონაწილეებს გადაეცათ თასები, მედლები და დიპლომები.

ტურნირი ქალაქ ჭიათურაში გაიმართა და მასში ქუთაისის, ვანის, ზესტაფონისა და ჭიათურის გუნდები მონაწილეობდნენ.

რეზო ჩხეიძის სახელობის ტრადიციული ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და 27-ე სპორტული სკოლის ორგანიზებით და მიზნად ისახავს გოგონათა სპორტის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას.

Share page