ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე იმერეთის სატყეო სამსახურის ჭიათურის სატყეო უბნის წარმომადგენლებს შეხვდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე იმერეთის სატყეო სამსახურის ჭიათურის სატყეო უბნის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის საკითხები და ამ მიმართულებით არსებული საჭიროებები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტყეკაფების გამოყოფას, რაც მოსახლეობის მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილებასა და რესურსების რაციონალურ მართვას შეუწყობს ხელს.
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტსა და სატყეო სამსახურს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებისთვის, ისე ტყის რესურსების მართვის უზრუნველსაყოფად, რათა ერთობლივად მოწესრიგდეს ეს მნიშვნელოვანი საკითხი.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პაატა გოგოლაძე და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ესწრებოდნენ.