Hot line:252731

ჭიათურაში კრივის ღია ტურნირი გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა

30 June, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ცნობილი ჭიათურელი მოკრივეების, თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრივის ღია ტურნირის ფინალურ შეხვედრებსა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

ტურნირში საქართველოს 16 ქალაქიდან 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებული მოკრივები პრიზებით, შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღირსეული პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ჭიათურის კრივის განვითარებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. სასიხარულოა, რომ ჩემპიონატი ყოველწლიურად აერთიანებს ამდენ ნიჭიერ სპორტსმენს.ყველა მონაწილეს მომავალშიც წარმატებულ სპორტულ გზას ვუსურვებ, გამარჯვებულებს კი მიღწეულ შედეგებს ვულოცავ” – განაცხადა გივი მოდებაძემ.

დაჯილდოების ცერემოანიალს მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

Share page