ჭიათურაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ლიფტების მონტაჟი მიმდინარეობს
ჭიათურაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ლიფტების მონტაჟი მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან და მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად, უკვე დასრულებულ ობიექტს ესტუმრა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები და მოსახლეობას გაესაუბრა.
მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე ახალი ლიფტები ოთხ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟდა. აღნიშნული პროექტი ეტაპობრივად მოიცავს მუნიციპალიტეტის სხვა საცხოვრებელ შენობებსაც, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
