პოეტისა და საჭადრაკო მწვრთნელის, ჭიათურის საპატიო მოქალაქის, პეტრე ჯაჯანიძის ღვაწლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე პოეტისა და საჭადრაკო მწვრთნელის, ჭიათურის საპატიო მოქალაქის, პეტრე ჯაჯანიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო.
ღონისძიება კულტურის ცენტრში გაიმართა.
გივი მოდებაძემ პოეტს ქალაქის კულტურულ ცხოვრებასა და ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

