Hot line:252731

კულტურის ცენტრმა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა

17 July, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებით საღამოს დაესწრო.

ღონისძიება კულტურის ცენტრში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის შემოქმედებითმა ჯგუფებმა, სამუსიკო სკოლების ნიჭიერმა მოსწავლეებმა, ასევე ახალგაზრდა შემსრულებლებმა, რომლებიც საფორტეპიანო ხელოვნებას და აკადემიურ ვოკალს წარმატებით ეუფლებიან.

ღონისძიება, რომელსაც მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი უძღვებოდა,ჭიათურის კულტურული ცხოვრების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა შემსრულებელთა მხარდაჭერას ემსახურებოდა.

საღამოს დაწყებამდე კულტურის ცენტრის ფოიეში მოეწყო სამხატვრო სკოლის იმ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების მე-19 ეროვნულ კონკურს-ფესივალ „მომავლის ვარსკვლავებში“ და სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ.

Share page