ჭიათურის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
ჭიათურის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
პროექტის ფარგლებში ჭიათურაში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი სათავსოები.
ჭიათურაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაათვალიერეს.

