Hot line:252731

ანსამბლ „ჩანგის“ 47-წლიანი შემოქმედებითი გზა და საანგარიშო კონცერტი

1 August, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ქალაქის კულტურის ცენტრში ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩანგის“ საანგარიშო კონცერტს დაესწრო.

კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა ორგანიზაციამ ანსამბლი „ჩანგი“ ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის ბარათით დააჯილდოვა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მერის მოადგილე დავით ბიწაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ანსამბლი „ჩანგი“ უკვე 47 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ჭიათურაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ხალხური ცეკვისა და მრავალხმიანი სიმღერის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ანსამბლი არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალის, ოლიმპიადისა და კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია.

ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფია თამაზ ბრეგვაძე, ხოლო ლოტბარი – დიტო კაპანაძე.

Share page