Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გუნდი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის თასის გამარჯვებულია

1 August, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თასზე გამართულ მინი ფეხბურთის ფინალურ მატჩს დაესწრო.

შეხვედრა ქუთაისის „მართვეს“ მინი ფეხბურთის მოედანზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქუთაისისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გუნდმა ანგარიშით 3:1 გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა პირველ მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილთან, მოადგილეებთან: გრიგოლ დალაქიშვილთან, ბესიკ გოფოძესთან, პარლამენტის წევრ ზაზა ლომინაძესთან და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დააჯილდოვა.

სახელმწიფო რწმუნებულის თასზე მინი ფეხბურთის ტურნირში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის 150 თანამშრომელი მონაწილეობდა.

ტურნირის მიზანი მუნიციპალიტეტებს შორის სპორტული ურთიერთობების გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

 

 

Share page