Hot line:599271247 591201449 577017836

გივი მოდებაძე პერევისის ბავშვთა საზაფხულო ბანაკს ესტუმრა

13 August, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პერევისის ბავშვთა საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.

მერმა ბავშვებს საჩუქრები გადასცა და საზაფხულო ბანაკის აქტივობებს გაეცნო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ზაფხულის დღეები ჯანსაღ და სასიამოვნო გარემოში გაატარონ. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს საინტერესო გამოცდილების მიღებას. მუნიციპალიტეტი მომავალშიც დაუჭერს მხარს ასეთ ინიციატივებს,“- განაცხადა გივი მოდებაძემ.

პერევისის 10-დღიან ბანაკში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები ისვენებენ. პროექტი, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უკვე მერვე წელია ხორციელდება, დასვენებასთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს ითვალისწინებს.

Share page