Hot line:599271247 591201449 577017836

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომას დაესწრო

14 August, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომას დაესწრო, სადაც ერთ-ერთ საკითხად ჭიათურაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის და ამორტიზებული სტადიონის უეფას III კატეგორიის შესაბამისი რეკონსტრუქციის კონცეფცია განიხილეს.

არანაკლებ 6000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე განახლებული ტრიბუნები, მედია სივრცე, გასახდელები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, კომერციული და ადმინისტრაციული ზონები მოეწყობა.

ასევე, იგეგმება საცურაო აუზისა და კალათბურთის დარბაზის სრული რეაბილიტაცია.

საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროს რამდენიმე დღეში გამოავლენს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, პარლამენტის წევრები მაია ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი, ვიქტორ სანიკიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.

 

Share page