Hot line:599271247 591201449 577017836

სტიქიით დაზიანებული სახლების აღსადგენად მოსახლეობას სახურავის მასალა გადაეცა

2 September, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისთვის რუბეროიდების გადაცემის პროცესს დაესწრნენ.

სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლებისთვის მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 1600 რულონი რუბეროიდი შეიძინა. ამ ეტაპზე სახურავის მასალა 18 საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცათ.

გივი მოდებაძე მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.

მერმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერას მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც განაგრძობს.

Share page