ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ირინე პაპიძე უხელმძღვანელებს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელი ირინე პაპიძე წარადგინა.
გივი მოდებაძემ ირინე პაპიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელი საქმიანობას მუნიციპალიტეტში განათლების სფეროს განვითარებისა და სკოლებთან თანამშრომლობის მიმართულებით გააგრძელებს.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი,მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,მოადგილე დავით ბიწაძე,საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

