Hot line:599271247 591201449 577017836

კაცხში სახალხო დღესასწაული „მესვეტეობა 2026“ გაიმართა

18 September, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი სოფელ კაცხში სახალხო დღესასწაულს „მესვეტეობა“ 2026 დაესწრნენ.

ღონისძიება კაცხსა და სვანეთს შორის არსებული ისტორიული კავშირის გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში აღევლინა სადღესასწაულო წირვა.

გაიმართა ალიოშა ჯაფარიძის სახელობის კლდეზე ცოცვის ტურნირი.

ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები და მესტიის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“.

ასევე მოეწყო გასტრონომიული სივრცე, ფოტოგამოფენა და მასტერკლასები.

დასკვნითი ნაწილის ბოლოს ჭიათურისა და მესტიის მერებმა ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს, შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და „მესვეტეობის “ დღესასწაული მიულოცეს.

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Share page