Hot line:599271247 591201449 577017836

42 სკოლა, 310 პირველკლასელი — ჭიათურაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

18 September, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე,საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინა პაპიძე ჭიათურის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.

სტუმრები ქალაქის მეოთხე და მეორე ,ასევე სოფელ ნავარძეთისა და რგანის საჯარო სკოლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ.

გივი მოდებაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, წარმატებები, საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვეს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი 310-მა პირველკლასელმა დაიწყო.

მთლიანად ჭიათურის სკოლებში-4895 მოსწავლე ეუფლება ცოდნას.

Share page