ჭიათურაში მაღაროელის დღე აღინიშნა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ვიცე-გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა და „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მმართველმა მიხაილ სოცკიმ მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცეს და წლის საუკეთესო სამთოელები დააჯილდოვეს.
„ვულოცავ ჩვენს მაღაროელებს პროფესიულ დღეს და მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს თავდადებული შრომისა და ერთგულებისთვის”-განაცხადა გივი მოდებაძემ.
პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საზეიმო კონცერტით გაგრძელდა.
მაღაროელის დღე ჭიათურაში ყოველწლიურად აღინიშნება/
ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,მოადგილე დავით ბიწაძე ესწრებოდნენ.
