Hot line:599271247 591201449 577017836

ვიტალი (იმერელი) სამხარაძის მუსიკალური საღამო ჭიათურაში

28 September, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქალაქის კულტურის ცენტრში, მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის, ვიტალი (იმერელი) სამხარაძის კონცერტს დაესწრნენ.

ვიტალი სამხარაძესთან ერთად, მაყურებლის წინაშე ფინეთში მოღვაწე საერთაშორისო მუსიკოსი, პიანისტი მარიან პეტრესკუ წარდგა.შესრულდა ცნობილი ჯაზ-კომპოზიციები.

ღონისძიების ფარგლებში, კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სანდრო კავსაძისა და გივი თხელიძის სახელობის სამუსიკო სკოლების მოსწავლეებმა- ეკატერინე მამისეიშვილმა, ცოტნე გოგოლაშვილმა და გიორგი გოგობერიშვილმა, რომლებიც სხვადასხვა, მათ შორის საერთაშორისო, მუსიკალური კონკურსების გამარჯვებულები არიან.

 

Share page