Hot line:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

ჭიათურობა 2026-ის კვირეული სამონასტრო კომპლექსის საინფორმაციო ტურით გაიხსნა

13 October, 2026

ჭიათურობა 2026-ის კვირეული სამონასტრო კომპლექსის საინფორმაციო ტურით გაიხსნა.

ტურში მონაწილეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ პირველ მოადგილე დავით წერეთლთან და მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად მიიღო.

მონაწილეებმა ტურისტულად საინტერესო ობიექტები დაათვალიერეს და მათ მნიშვნელობას გაეცნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ, საზოგადოებას ჭიათურობა 2026-ის კვირეულის გახსნა მიულოცა, ისაუბრა ქალაქის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ჭიათურის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს.

კვირეულის ფარგლებში, კულტურის ცენტრის სარიტუალო დარბაზში წიგნისა და ვიდეოკლიპის -„ჭიათურა -ტურისტულ აღმოჩენამდე“ პრეზენტაცია გაიმართა.

Share page