ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მხატვარ ხათუნა სონღულაშვილის გამოფენას დაესწრო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მხატვარ ხათუნა სონღულაშვილის გამოფენას დაესწრო.
გამოფენა სახელწოდებით „შემოქმედება კადრს მიღმა“, „ჭიათურობა 2026“-ის ფარგლებში, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა.
გივი მოდებაძე საზოგადოებას მიესალმა და ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების გამდიდრებისა და შემოქმედებითი ნიჭის და შესაძლებლობების წარმოჩენაში.
ხათუნა სონღულაშვილი არქეოლოგიურ საქმიანობასაც ეწევა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სვერის ციხესა და ითხვისის ნაქალაქარზე ჩატარებულ არქეოლოგიურ ექსპედიციებში.
ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი,საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე ესწრებოდნენ.
