„მერიის თასი 2026“ დასრულდა - გამარჯვებული მერიისა და საკრებულოს გუნდი გახდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ტურნირის „მერიის თასი 2026“-ის ფინალურ მატჩს დაესწრო.
შეხვედრა იაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მინი სტადიონზე გაიმართა.
ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გუნდი და ჭიათურის საფეხბურთო სპორტსკოლის გუნდი დაუპირისპირდნენ.
მერიისა და საკრებულოს გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.
ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებული გუნდი და პრიზიორები შესაბამისი ჯილდოებით დაჯილდოვდნენ.
ასევე გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ.
ტურნირი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჭიათურის საფეხბურთო სპორტსკოლის ორგანიზებით გაიმართა.
ფინალურ მატჩს მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,მოადგილე დავით ბიწაძე,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი,საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.