ჭიათურობა 2026“-ის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მე-2 და ქალაქის მე-12 ბაგა- ბაღებში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა
ჭიათურობა 2026“-ის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მე-2 და ქალაქის მე-12 ბაგა- ბაღებში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ესწრებოდა. მერმა ბავშვებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინონ.
“ჭიათურობა“ ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თაობას, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა თავიანთი მონაწილეობით „ჭიათურობა 2026“ კიდევ უფრო გაახალისეს” - განაცხადა გივი მოდებაძემ.
