ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მე-5 და მე-7 საჯარო სკოლებში ჭიათურობა 2026-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მე-5 და მე-7 საჯარო სკოლებში ჭიათურობა 2026-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სტუმრებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები შესთავაზეს.
მე-5 საჯარო სკოლაში სტუმრებმა სკოლის ყოფილი, ღვაწლმოსილი პედაგოგების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. მე-7 საჯარო სკოლაში კი მოსწავლეებმა მოძრავი ბიბლიოთეკის იდეა და ნიკო ფიროსმანის ნახატების პერსონაჟები გააცოცხლეს. სტუმრებს ასევე წარუდგინეს თანამედროვე ქიმიური ექსპერიმენტები.
გივი მოდებაძემ მოსწავლეებს და პედაგოგებს ჭიათურობის აღნიშვნაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებებს მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

